пятница, 22 июня 2018 г.

მე-9 დღე

                                                                 რეფლექსია
   დღეს შევაჯამეთ და საბოლოო სახე მიოვეცით ჩვენს 8 დღის სამუშაოს. ვისწავლეთ ბლოგზე ამომწურავი მუშაობა, დავხვეწეთ და დავასრულეთ პორტფოლიო, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე . შევქმენით დამატებითი "ფეიჯები", სადაც განვათავსებთ ჩვენს ნამუშევრებს. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. დღევანდელი დღე და ზოგადათ თრენინგი  ძალიან ბევრის მომცემი და შემეცნებითი იყო, აქ ნასწავლი ყველა ინფორმაცია დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში.
 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს მოთმინებისთვის, გულისხმიერებისთვის, იმ ძალისხმევისთვის რაც ჩვენს დატრენინგებას მოანდომა.

среда, 20 июня 2018 г.

მე 8 დღე

დღეს შევისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.ამავე მოდულის ფარგლებში ჩვენ შევქმენით დოკუმენტები, პრეზენტაციები და ვებ რესურსები. ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი დღე იყო.

воскресенье, 17 июня 2018 г.

7 დღე

          რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები, მივიღეთ რჩევები, უკუკავშირი, შეფასების რუბრიკები.ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში თვითრეგულირებად სწავლას. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები.

მე-6 დღე

                                                           
  რეფლექსია
დღეს ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ჩვენი გეგმებიც ნელნელა სრულყოფილი ხდება. გავიარეთ მე-5 მოდული.გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები.შვამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის მიზნით.

суббота, 9 июня 2018 г.

მე-4 დღე

                                                               რეფლექსია
დღეს არის ჩვენი ტრენინგის მეოთხე დღე. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო ახალი და შემეცნებითი ინფორმაციით. დღეს შევისწავლეთ და განვიხილეთ მე-2 მოდული. ვიმუშავეთ  შეფასების მეთოდებზე  და სტრატეგიებზე. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.  და შევქმენით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს  პრეზენტაციები.

воскресенье, 27 мая 2018 г.

I-II დღე

                                                             რეფლექსია
ამ ორი დღის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ცოდნა კერძოდ  პროექტებით სწავლება, viewer-ის I მოდულის 4 აქტივობა, ბუკლეტების გაკეთება,ბლოგის შექმნა, ყველაფერი ის რაც ავითვისე და შევისწავლე დამეხმარება ჩემს საქმიანობაში, კერძოდ იმ პროექტის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაში და განხორციელებაში რომელიც მაქვს ჩაფიქრებული ახალი სასწავლო წლიდან. დარწმუნებული ვარ მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო მეტ საინტერესოს და ახალს შევიძენთ.